შანტაჟი

პაპუაშვილი: წულუკიანი ჩემზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას დაჟინებით ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ კონფიდენციალურმა წყარომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პაპუაშვილის თქმით, ამ მასალების გამოქვეყნების მთავარი მომხრე იუსტიციის მინისტრია. 

"კონფიდენციალურმა წყარომ გუშინ შემატყობინა, რომ აპირებენ ჩემს წინააღმდეგ უღირსი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას, ქალბატონი მინისტრი დაჟინებით ითხოვს, რამდენიმე წევრი და შიდაპოლიტიკური ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება. ეს კიდევ ერთი უღირსი საქციელი იქნება და კიდევ გამოაჩენს მათ სახეს. ეს ჩემზე იქნება საჯარო ზეწოლა. რა კადრებიც არ უნდა იყოს ამის მიუხედავად, სასამართლო გააგრძელებს კონსტიტუციით ხელმძღვანელობას და დიდი აზრი არ ექნება, ამიტომ ეს იქნება ძალიან პატარა ადამიანების პირადი შურისძიება. ჯერ ყოყმანობენ და მარტო ამ ქალბატონის პირად აზრს არ ეყრდნობიან და ჯერ კიდევ გამოქვეყნებული არ აქვთ. იმედია არ გამოქვეყნდება. მაგრამ რომც გამოქვეყნდეს ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ეს სასამართლოს პრობლემას არ შეუქმნის, და ის მანიც გააგრძელებს თავისუფლ რეჟიმში მუშაობას." - ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

კომენტარები