კორუფცია

ბრაზილიის ექსპრეზიდენტი დააკავეს

Reuters

BBC-ის ცნობით, ბრაზილიის ექსპრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში დააკავეს და პოლიციაში დასაკითხად გადაიყვანეს. პოლიციამ, გამოძიების ფარგლებში, ექსპრეზიდენტის სახლიც შეამოწმა.

ლულა, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა 2011 წელს ამოეწურა, დანაშაულს უარყოფს.

ექსპრეზიდენტის დაკავება, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე, სახელმწიფო ნავთობკომპანია პეტრობრასის საქმეზე გამოძიებას უკავშირდება. გამოძიების ცნობით, ნავთობკომპანიის კორუფციულ გარიგებებში ბრაზილიელი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ე.წ. პეტრობრასის საქმის გამოძიების ფარგლებში 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები დააკავეს.

კომენტარები