საქართველო-აზერბაიჯანი

კალაძე: სოკართან მოლაპარაკების პროცესში მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით

მიუხედავად საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღი პოლიტიკური ოპონირებისა, მიუხედავად მცდელობისა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის [საქართველო-აზერბაიჯანი] მეგობრობა და პოლიტიკური თუ ბიზნესურთიერთობები სათავისოდ, დემაგოგიიისთვის გამოეყენებინა, ამ ურთულესი მრავალმხრივი მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ - ქვეყნის მთავრობა, უშუალოდ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციები, ვიდექით მოწოდების სიმაღლეზე და პროფესიონალურად წარიმართა მთლიანად ეს პროცესი.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სოკარის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები