უკრაინა

უკრაინაში ლენინის სახელობის ქუჩა ჯონ ლენონის სახელობის გახდა

Reuters

დასავლეთ უკრაინაში, იმიერკარპატიის ოლქის ერთ-ერთ სოფელში ლენინის ქუჩამ გუბერნატორის განკარგულებით სახელი შეიცვალა, და მას უკვე ჯონ ლენონის ქუჩა ეწოდება. სახელის შეცვლა უკრაინის დეკომუნიზაციის პროგრამის ფარგლებში მოხდა. უკრაინის 900-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს დღემდე საბჭოთა წარსულთან დაკავშირებული სახელები აქვთ. უკრაინის მრავალ ქალაქში ვლადიმირ ლენინის ძეგლები დღესაც არის აღმართული. ქვეყანაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ლენინის ძეგლების აღება აქტიურად დაიწყეს.

დეკომუნიზაციის პროექტის ფარგლებში სახელი ათასობით ქუჩას, მოედანსა და სკვერს შეეცვლება. შეიცვლება ასევე მსხვილი საწარმოების სახელები, რომლებიც დღემდე რევოლუციონერების სახელებს ატარებდნენ. 

კომენტარები