კოალიცია ქართული ოცნება

ტყემალაძე: პრემიერმა გადაწყვეტილება ორივე მხარის მიმართ უნდა მიიღოს

პრემიერმინისტრს მინდა, დავეთანხმო იმაში, ვინ და როგორ დაიწყო. ჩანს ამ განცხადებიდანაც. დავეთანხმო იმაშიც, რომ ჯარის პოლიტიზირება და ჩართვა ნამდვილად არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება, რომ თავდაცვის მინისტრი ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კოალიციის ლიდერმა, ჩვენ მას დავემორჩილებით. თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ორივეს მიმართ უნდა იყოს და არა მხოლოდ ერთის მიმართ. თუ იქნება მინიშნება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ზედმეტი ვიქნებით კოალიციისათვის, რა თქმა უნდა, უხმოდ და ყოველგვარი ისტერიკების გარეშე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, განსხვავებით ყველა იმ პოლიტიკური პარტიისაგან, რომელიც, როდესაც ტოვებს თავის კოალიციას, მერე ისტერიკას მართავს ხოლმე. ეს არ არის დღევანდელი და გუშინდელი ამბავი, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი მრავალი მაგალითი არსებობს.

მრეწველების წევრი ზურაბ ტყემალაძე პრემიერის განცხადებაზე რუსთავი 2-თან საუბრისას.

კომენტარები