რეკლამა

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდო მეორედ მიიღო

Galt & Tagart

Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში 2016 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. ჟურნალმა Global Finance-მა მე-17-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. გალტ & თაგარტი უკვე მეორე წელია, რაც Global Finance -ის მიერ საუკეთესო საინვესტიციო ბანკად სახელდება საქართველოში. 

Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

კომენტარები