დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, დიდუბის, საბურთალოს, ვაკის, მთაწმინდის, სამგორის, გლდანის, კრწანისის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს და საკაბელო ტრასების გამოკვლევას ასახელებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ისნის რაიონში შეზღუდვა შეეხება: რაზიკაშვილის, გუმბრის, ახალუბნის, საინგილოს, ოძისის, კაიშაურის, კვალეთის, სამრეკლოს და შაქრიანის ქუჩების მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში - ბათუმის ქუჩის მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. ხოლო გლდანის რაიონში, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I მიკრორაიონის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, გიორგი წერეთლის, რიონის, მორის ფოცხიშვილის, ულიანოვის, სარაჯიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გელა ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის 2ა ზონის, ანა პოლიტკოვსკაიას და სანდრო ეულის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, შარტავას და დები იშხნელების ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის II შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, სალმის შესახვევის, ვიწრო ჩიხის, კოტე აბხაზის, ლესელიძის, ტყავის, იერუსალიმის, გრიგოლ ხანძთელის, თუმანიანის, თონეთის, აბოვიანის, ბეთლემის, გომის, ასკანის, ჯვარედინის, აბო თბილელის, საიათნოვას, საადის, ჯემალ აჯიაშვილის, სამღებროს, ორპირის და ძმები ზდანევიჩების ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის და გია რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ" - აცხადებს თელასი.





