ჩვენ თავის დაცვის სხვა საშუალებები არ გვაქვს, ცარიელი ხელები გვაქვს და მარტო კანონი გვიცავს. კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლები სხვები არიან, მაგრამ თუკი ესეთი მცდელობები იქნა, მაშინ კიდევ უფრო ხმამაღლა ვილაპარაკებთ. იმედი მაქვს რომ საზოგადოების მხარდაჭერით აღარ იქნება საჭირო ამგვარი ღონისძიებების გატარება. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეს იყო ერთი ცალკეული, ქალბატონი მინისტრის აკვიატება და მთლიანად ხელისუფლება უფრო გააზრებულად უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობას. მინისტრები არ უნდა იყვნენ დაკავებული საკონსტიტუციო სასამართლოების პირადი ცხოვრებით და არ უნდა ფიქრობდნენ მათი ნათესავები სად ამუშაონ ან სად გააგზავნონ. ქვეყანაში ისედაც უამრავი საქმეა გასაკეთებელი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
პაპუაშვილი: მინისტრები არ უნდა ფიქრობდნენ, ნათესავები სად ამუშაონ ან გააგზავნონ
tbl.ge/c5p
დაკოპირდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე, ტვ პირველის ეთერში, გადაცემა რვიანში.
ამავე თემაზე
- საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
- საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ პროცესზე დასწრება სავალდებულო აღარ არის
- საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე რევაზ ნადარაია იქნება
- საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, უზენაესის უვადო მოსამართლე, რევაზ ნადარაია დაინიშნა
- საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ თანამდებობა დატოვა




