მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს ოპონენტებს სურთ, ჩვენი განცხადებები აზერბაიჯანის მიმართ იყოს მკვახე და სულ ვიძახოთ, რომ მათ არ შეუძლიათ ზამთრის 4 თვის განმავლობაში მცირე დეფიციტის შევსება. შეიძლება, დღეს არ შეუძლია, მაგრამ რესურსი გააჩნია, რომ ხვალ შეძლოს და რატომ მივაყენოთ ჩრდილი აზერბაიჯანის რეპუტაციას? აქ არის საქართველოს და აზერბაიჯანის ერთობის მთავარი მისია. ეს არის მისია, რომელმაც უნდა შექმნას ალტერნატიული მიწოდება ევროპისათვის კასპიის რეგიონის ენერგორესურების. ეს არის მისია, რომელმაც უნდა დაასრულოს სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ არ გააჩნია ევროპას სხვა რესურსი, სხვა წყარო, თუ არა რუსეთი.
ვოლსკი: ჩვენს ოპონენტებს სურთ, აზერბაიჯანის მიმართ მკვახე განცხადებები ვაკეთოთ





