ვოლსკი: გაზპრომს მიაჩნია, რომ შემცირებული ფასი უნდა გადაგვიხადოს

გაზპრომთან მოლაპარაკება არის ძალიან რთული - ეს ერთი საკითხია. ვერ თანხმდებიან, იმიტომ, რომ მათ უნდათ, ანაზღაურება გადაუხადონ საქართველოს ბიუჯეტს, იმ გაზის რაოდენობის მიხედვით, რა პროცენტსაც საქართველო რუსეთი-სომხეთის გაზსადენიდან იღებს, როგორც დივიდენდს. სატრანზიტო ქვეყანა უბრალოდ იღებს გარკვეულ რაოდენობას თავისი მოხმარებისათვის. გაზპრომს მიაჩნია, რომ უნდა გადაიხადოს თანხა, შემცირებული ფასებით.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი.

კომენტარები