ფოკუსი

25 თებერვალი, 2016

- პროკურატურამ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტებისა და პასუხების წინასწარ გაჟონვასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძების დაწყების შესახებ, უწყებამ დღეს ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება განათავსა.

- საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანიდატად ანა დოლიძე წარადგინა. მარგველაშვილმა დოლიძე ლევან მურუსიძის შემცვლელად დაასახელა. მურუსიძის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც იგი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, რადგან, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ანა დოლიძე პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით გამოირჩევა.
- გაზპრომთან საქართველოს ხელისუფლების მოლპარაკებები გრძელდება. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის თქმით, ეს მოლაპარაკება კონკრეტული შედეგების მიღწევამდე ვერ დასრულდება. რუსეთი საქართველოს სომხეთისთვის მისაწოდებელი გაზის ტრანზიტში გატარებული მოცულობის 10%-ის ნაცვლად ფულად გადახდას სთავაზობს, რაც საქართველოსთვის წაგებიანია. ვალიშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები სწორედ Gazprom-თან ახალი კონტრაქტის შედეგად გამოწვეული ბუნებრივი აირის დეფიციტის დასაბალანსებლად მიმდინარეობს.

კომენტარები