ბათუმში, პოლიციის ძალით ნაციონალური მოძრაობის მშვიდობიანი აქცია დაშალეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხეების გადარგვის პროცესს უკავშირდებოდა. დაკავებულია ჩვენი ორი თანაპარტიელი - სოსლან ზოიძე და სოლომონ ბაჯელიძე. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე კრიმინალური მდგომარეობაა გამეფებული, სრული ეკონომიკური კრიზისია, მთელი სამთავრობო გუნდი და პოლიცია ერთი კაცის ახირებას ემსახურება. ჩვენ ვხედავდით, რომ ამ პროცესთან მიმართებაში ყველანაირი სამართლებრივი ფორმები უგულვებელყოფილი იყო, არანაირი უფლება ხეების გადარგვის არ გააჩნდათ და ამ ფონზე ოლიგარქს მაინც თავისი გააქვს. მინდა მივმართო სამართალდამცავებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ ჩვენი თანაპარტიელები და ქვეყანაში არსებული მძიმე კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორებით დაკავდნენ.
tbl.ge/fcx
დაკოპირდა

ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი




