ციხისძირში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წვერები, სოსლან ზოიძე და სოლომონ ბაჯელიძე დააკავეს.
ციხისძირში დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის კარვები გზის მიმდებარედ გადაიტანა. ენმ-ის წევრებმა აღნიშნული ფაქტი გააპროტესტეს.
დაკავებულები აჭარის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.





