გიგანტური ხეები

ივანიშვილი: მაგაზე დიდი ხეები ჩილედან და ესპანეთიდან ჩამომაქვს

მაგაზე დიდი ხეები ჩილედან და ესპანეთიდან ჩამომაქვს. ეს არის ნორმა და ნორმალურია ყველგან და ყველაფერში. ტყიდან და ეგეთი ადგილებიდან შეიძლება, ხე გადაირგოს და გაიყიდოს. ეს არის ნორმა. საქართველოში შეიძლება, ეს იყო უპრეცედენტო და ბევრი განმარტებების კეთება გვიწევს ამ თემაზე. არავის ეგ ხეები არ აინტერესებდა. უამრავი ხე გაიჩეხა და იჩეხება მაგის მსგავსი და მაგაზე უკეთესი. ნახეთ ადგილზე, გადაიარეთ 50 მეტრო და ნახეთ, უზარმაზარ მაგნოლიებს როგორ აქვთ ჩამოჭრილი ტოტები და როგორ არის ძირში მოჭრილი, დამახინჯებული, გადაჩეხილი საწვავად, თუმცა, არავის ეგ არ აინტერესებს.

საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ის მიერ მომზადებულ ფილმში "ლილიოდენდრონი".

კომენტარები