ქალბატონი ელისო, ახლა მე ვატყობ, რომ არაა კარგ დღეში, რთულ დღეშია. იქ [ტყიბულში] მაჟორიტარია, მოგეხსენებათ. ის ემოციურია მართლაც და განიცდის ამ ამბავს. არის პრობლემები მეშახტეებთან დაკავშირებით, მაგრამ ამის გამო ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად მოთმინებამაც უღალატა, ალბათ. ყოველ შემთხვევაში, მან ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ ალბათ უნდა განმარტოს თვითონ. კარგი მოხდა, რომ გუშინ ის არ აყვა რუსთავი 2-ის პროვოკაციას, მათ უნდოდათ, ალბათ, რომ გაცილებით მეტად გამოეწურათ, აელაპარაკებინათ და მერე ეს კიდევ გამხდარიყო გარკვეული თემა და ამ მხრივ მიიღო, მე მგონი, ძალიან კარგი გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, რომ ვინმემ ურჩია კიდეც ჩვენი კოალიციიდან, მაგრამ ეს არ იქნებოდა დირექტივა, ეს იქნებოდა რჩევა და კარგია, თუ ეს რჩევა მან გაითვალისწინა ან თავისით მიიღო, მაგრამ წინა განცხადებები ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც ვერ გამოვიდა მთლად აწონილ-დაწონილი, ანდა მან განმარტება უნდა გააკეთოს.
tbl.ge/mxj
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ელისო ჩაფიძის განცხადებებზე.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




