ქართული ოცნება

ქანთარია: როდესაც კოალიცია იქმნება, დანომვრა არ უნდა მოხდეს, აქ ყველა პირველია

როდესაც ასეთი რამ - კოალიცია იქმნება, აქ დანომვრა არ უნდა მოხდეს, მე მგონი, იმიტომ, რომ ყველა ეჭიდება ერთ დიდ საქმეს. მთავარია, რომ განაწილდეს იქ ადგილები ისეთნაირად, რომ ვინ უფრო უკეთ შეძლებს ამა თუ იმ ამოცანის შესრულებას. ამ შემთხვევაში ყველა უნდა იყოს ერთ ხაზზე და მე ვფიქრობ, რომ აქ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების გარშემო მოხდა საერთოდ კოალიციის შეკავშირება, მაინც სხვანაირად ვიტყოდი, რომ ყველა პირველია. თუ კოალიციაა, ყველა პირველია, რადგან ყველა ცდილობს გააკეთოს ის საქმე, რაც კოალიციის მიზნებს შეესაბამება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია.

კომენტარები