თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად საკაბელო ტრასების გამოკვლევას, ავარიის პრევენციას და გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, დიდუბის, სამგორის, ისნის, მთაწმინდის, გლდანის რაიონებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, შარტავას და დები იშხნელების ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე დენი ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს არ ექნება.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ კაჩინსკის, შორაპნის, აწყურის, ძევერის და კოშკოვანის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე - თელავის და გუთნის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის შესახვევის, პუშკინის და ვაჩნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელა ჭედიას, სარაჯიშვილის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის III მიკრორაიონის IV კვარტლის და გია რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ", - აცხადებს თელასი.





