საარსებო მინიმუმი

საქსტატი: სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 261 ლარი და 90 თეთრია

rfi.ro

საქსტატმა საარსებო მინიმუმის იანვრის თვის კალკულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის იანვარში სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 261.9 ლარი იყო, რაც დაახლოებით $105-ს შეადგენს. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი იანვარში 164 ლარი იყო. საარსებო მინიმუმი არის პირობითი ნიშნული, რომელიც გამოხატავს იმ მინიმალურ ღირებულებას, რაც ადამიანის ან ოჯახის ფიზიკური არსებობისთვის არის საჭირო. 

საქსტატის მიერ იანვარში დადგენილი საარსებო მინიმუმი სხვადასხვა ზომის ოჯახებისთვის კი ასე გამოიყურება:

  1. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 164 ლარი
  2. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 145 ლარი
  3. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 232 ლარი
  4. სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 261 ლარი
  5. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 291 ლარი
  6. ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 327 ლარი
  7. ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 387 ლარი

საქსტატის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი თვეების მიხედვით განსხვავდება, რადგანაც პროდუქციისა და მომსახურების ფასები სეზონურად ცვალებადია. 

საქსტატი საარსებო მინიმუმს ასაკობრივი ჭრილის მიხედვით არ ადგენს, მსგავსი ინფორმაცია კი მინიმალური პენსიის დადგენის დროს მნიშვნელოვანი იქნებოდა. ხანდაზმულთა ასაკობრივი ჯგუფის საარსებო მინიმუმში სავარაუდოდ მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანხებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც მათი პენსიის დადგენისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს. დღეისთვის საქართველოში გაცემული პენსიის მოცულობა 160 ლარია, ივლისიდან კი 180 ლარი გახდება. 

საქსტატი საარსებო მინიმუმს 2003 წელს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით ითვლის. 

კომენტარები