დაკავება

სამართალდამცველებმა უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს

შსს

სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით 20 წლის გივი გ. თბილისში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას, "ერ-გე 42"-ის ტიპის ხელყუმბარის კორპუსი და "უ-ზე-ერ-გე-ემ"-ის ტიპის 2 ამფეთქი ფალია ამოიღეს.

გამოძიება საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები