თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

beyroutey.com/

თბილისის ორი რაიონის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს. შეზღუდვა საბურთალოსა და დიდუბის რაიონებს შეეხება.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, ონიაშილის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, ცხინვალის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ყუშიტაშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, ფოთის და თევდორე მღვდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები