დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო

ომბუდსმენი: დამოუკიდებელი გამოძიების კუთხით პრობლემები დღესაც არსებობს

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, დამოუკიდებელი გამოძიების კუთხით, პრობლემები არსებობს.

"დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა იყო ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშებს შორის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თემა კვლავ აქტუალურია. ქვეყანაში სისტემური პრობლემები არსებობდა, დღესაც არსებობს პრობლემები დამოუკიდებელი გამოძიების კუთხით, ამიტომაც ასეთი ორგანოს შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. შესაბამის კანონპროექტს ისინი ამ წუთებში ხელისუფლების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ექსპერტებს აცნობენ. შეხვედრას სახალხო დამცველიც ესწრება. 

კომენტარები