მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: ჩემი ამბიცია უკრაინაში არის ბევრად მეტი, ვიდრე პრემიერმინისტრობა

ჩემი ამბიცია უკრაინაში არის ბევრად მეტი, ვიდრე პრემიერმინისტრობა. ჩემი ამბიციაა, მთლიანად თამაშის ახალი წესების დამკვიდრება და სრულიად ახალი პოლიტიკური ელიტის მოყვანა ქვეყნის სათავეში. ჩვენ აქ დავიწყეთ დაახლოებით იგივე მოძრაობა, რაც საქართველოში დავიწყეთ 2000-იანი წლების დასაწყისში, 90-იანების ბოლოს. შევკრიბეთ ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული პარლამენტარი, ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სხვადასხვა რეგიონული ლიდერები, მინისტრის მოადგილეები და ერთი-ორი მინისტრიც. ეს ხალხი მიმართულია იმისკენ, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს სიტუაცია უკრაინაში. 

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გადაცემაში - განსხვავებული აქცენტები.

კომენტარები