ავტოავარია

უჯარმასთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

metro.us

გუშინ ღამით უჯარმის ციხესთან მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 7 წლის ბავშვია. თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

"სამი პაციენტი შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ბავშვი უკვე იყო ადგილზე დაღუპული, ორი ახალგაზრდა მამაკაცი პოლიტრავმით. ორივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმედ შეიძლება ჩაითვალოს. იყო ინტრაკრანიალური ტრავმა, მუცლის ღრუში შინაგანი დაზიანება, კიდურების ტრავმა" - აცხადებს კლინიკა ჯეო ჰოსპიტალსის საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის ანესთეზიის განყოფილების გამგე ალექსანდრე სართანია.

 

კომენტარები