რუსეთთან გამოვრიცხეთ მტრული რიტორიკა, რომელიც ჩვენ გვქონდა და დადებით შედეგს ვერ გვაძლევდა. რუსეთთან ფუნდამენტური პრობლემები რჩება. უმთავრესი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპაციის სახით, ვხედავთ, რომ არანაირი დადებითი დინამიკა ამ მიმართულებით არ გვაქვს. ასევე, არ გვაქვს დადებითი დინამიკა იმ მიმართულებით, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებს საკუთარი დასავლური ინტეგრაციის თაობაზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ რისკები თავიდან ავიცილოთ. თუნდაც ის, რომ გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობები გაგვაჩნია, ტურიზმის მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, უკვე რაღაც მიღწევაა. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ კონფრონტაციული მესიჯები არ გავგზავნოთ რუსეთში და ყველანაირი შესაძლებლობა, რომელიც კი შეიძლება, შეიქმნას დიალოგისათვის, გამოვიყენოთ, რათა რისკები შევამციროთ.
tbl.ge/tq
დაკოპირდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- შვიდკოი: უაზრობა იქნებოდა რუსეთ-საქართველოს კულტურული კავშირის გაწყვეტა
- შვიდკოი: სტურუას დადგმის ნახვა ისე მინდოდა, თბილისში ჩამოსვლა ღონისძიებას დავამთხვიე
- "კულტურას ჩვენს შორის ნდობის აღდგენა შეუძლია "- თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
- ზახაროვა: საქართველომ, EU-ს უხეში ზეწოლის მიუხედავად, მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია
- სებ-ს ჰქონდა რეაგირება, დანარჩენი საინტერესო არაა – კობახიძე სანქცირებულ კომპანიებზე




