საქართველო და დასავლეთი

კვირიკაშვილი: საქართველო არცერთი რადარიდან არ გამქრალა

პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ არსად არ გამქრალა საქართველო რადარებიდან. საქართველოს შეუძლია, თქვას, რომ ამერიკასთან ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე აყვანილი. ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ძალიან მყარი მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. ამერიკამ ითამაშა უდიდესი როლი საქართველო ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში მთელი ამ წლების განმავლობაში. ამერიკა ახდენდა და ახდენს სხვა ქვეყნების მხრიდან ჩვენი მხარდაჭერის კონსოლიდირებას. უკანასკნელ პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკის მთავრობის დღის წესრიგში საქართველოს ენიჭება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ეს იყო სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის მაღალი დონის შეხვედრა, ომნიბუსის კომისიის ჩატარება, ეს იყო პირველად ჩატარებული მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგი, ასევე სამხედრო სფეროში ის უდიდესი თანამშრომლობა და დახმარება, რომელსაც გვიწევს აშშ. აქედან გამომდინარე, საქართველო არცერთი რადარიდან არ გამქრალა. ის, რომ საქართველოს შესახებ შეიძლება, ყველა განცხადებაში არ იყოს საუბარი, არამც და არამც არ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო გაქრა რადარებიდან. უბრალოდ, შეიძლება, სხვა ქვეყნებში იყოს უსაფრთხოების კუთხით გაცილებით უფრო მწვავე სიტუაცია, ვიდრე დღეს საქართველოშია.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

კომენტარები