- თბილისის საქალაქო სასამართლომ მაესტროს გენერალური დირექტორის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ბაია გადაბაძე ტელეკომპანიის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.
- პარლამენტში დღეს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კობა გვენეტაძეს უსმენდნენ. გვენეტაძე საფინანსო საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებს და საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა. თამაზ მეჭიაურის კითხვათა უმრავლესობა მისი ავტორობით შექმნილ კანონს ეხებოდა, რომელმაც ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია წაართვა. გვენეტაძე ამბობს, რომ უკანასკნელი პრაქტიკის მიხედვით, საბანკო ზედამხედველობა და მონეტარული პოლიტიკის გატარება ერთიანი ქოლგის ქვეშ უნდა იყოს თავმოყრილი.
- საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება. განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის თქმით, ხსენებული გერმანული მოდელის დანერგვისთვის დღეისთვის განათლების სისტემა მზადაა. ტაბულას კითხვას, თუ რატომ შეირჩა კონკრეტულად გერმანული მოდელი, სანიკიძე პასუხობს, რომ ამ ქვეყანაში ეს მიდგომა ძალზედ წარმატებულად მუშაობს.
- ფსიქოლოგები, განათლების სპეციალისტები და სექსოლოგები მრავალი წელია საუბრობენ მოზარდებში სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე. მეტიც, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სკოლებში ფორმალური ან არაფორმალური სწავლება საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. 2015 წელს 500-ზე მეტმა არასრულწლოვანმა გოგონამ მიატოვა განათლების მიღება ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, 2014 წელს 1500-ზე მეტი არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა. ომბუდსმენის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მონაცემები საშიშ ტენდენციაზე მიუთითებს, პრობლემა მასშტაბურია, მასთან ბრძოლის ღონისძიებები კი სუსტი.
ფოკუსი




