- ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ადასტურებს მოლაპარაკებათა არსებობას სოკართან და შაჰ დენიზის საერთაშორისო კონსორციუმთან. ვიცეპრემიერი ამბობს, რომ ამ მოლაპარაკებების
წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველო აღარც რუსულ და აღარც ირანულ ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს.
- პრემიერმინისტრის ინიციატივით, სამინისტროებსა და სხვადასხვა საჯარო უწყებებისთვის კიდევ ერთი მაკონტროლებელი ორგანო შეიქმნება. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს კომისია მთავრობისა და სამინისტროების საქმოანობის კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას შეუწყობს ხელს.
- საქართველოს პრემიერმინისტრი, ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატებას ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, WizzAir-ის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას. ეს მაშინ, როცა 2013 წელს საქართველოს მთავრობის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, წინა ხელისუფლების მიერ კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობაზე დახარჯული 53 მლნ ლარი მოქმედ ხელისუფლებას არამიზნობრივ ხარჯად აქვს მიჩნეული.




