თბილისის ოთხ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მოწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ნაძალადევის, დიდუბის, ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს და საკაბელი ტრასების გამოკვლევას ასახელებს.

საბურთალოს რაიონში გეგმური 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვანტალიანის ქუჩის (ვაშლიჯვარი) მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, იოსებიძის, შარტავას, ცაგერის, დები იშხნელების და ხვიჩიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, ფოთის, თევდორე მღვდლის და სტანისლავსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილის III მასივის V მიკრორაიონის, შანდორ პეტეფის და შალვა მშველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები