ხვალ, ვენაში, ვიცეპრემიერი კალაძე Gazprom-თან სამუშაო შეხვედრას გამართავს

კახა კალაძე
ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ხვალ, 19 თებერვალს, რუსული კომპანია Gazprom-ის ხელმძღვანელობასთან მორიგ სამუშაო შეხვედრას ვენაში გამართავს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანონსს წინ უძღოდა კალაძის 17 თებერვლის განცხადება, სადაც მან სოკართან მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, გაზის ყიდვის საჭიროება, არც რუსეთიდან და არც ირანიდან აღარ დადგება. 

"ჩვენ არა მხოლოდ სოკართან, არამედ კონსორციუმთან აქტიურად ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, დამატებითი მოცულობების გამოტარება მოხდეს შაჰ-დენიზის მილსადენში. ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხებთ ამ შეთანხმების მიღწევას, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული და თუ ეს მოხდა, რა თქმა უნდა, დამატებითი მოცულობების შემოტანის აუცილებლობა არ იქნება რუსეთიდან, არც ირანიდან",- თქვა კალაძემ.

კომენტარები