უკრაინა

უკრაინაში მმართველი საპარლამენტო კოალიცია დაიშალა

samopomich.ua

Unian-ის ინფორმაციით, ფრაქცია "Объединение" "Самопомич"-მა მმართველი საპარლამენტო კოალიცია "Европейская Украина" დატოვა. ამ გადაწყვეტილების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობის დაიშლება, რადგან კოალიციაში საჭირო 226-ზე ნაკლები დეპუტატი დარჩა.

ფრაქციაში აცხადებენ, რომ შეუძლებელია იმ პოლიტიკურ ძალებთან კავშირი, რომლებიც პარლამენტში ოლიგარქიული გადატრიალების მონაწილეები გახდნენ.

"Объединение" "Самопомич" მესამე ფრაქცია გახდა, რომელმაც მმართველი კოალიცია დატოვა. გუშინ პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკის თანამდებობაზე დარჩენის გასაპროტესტებლად ანალოგიური გადაწყვეტილება იულია ტიმოშენკოს ფრაქცია "Батькивщина"-მ მიიღო. გასული წლის სექტემბერში კი, მმართველი კოალიცია ოლეგ ლიაშკოს რადიკალურმა ფრაქციამ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო კოალიცია "ევროპული უკრაინა" 2014 წლის 27 ნოემბერს ხუთი ფრაქციის - პეტრო პოროშენკოს ბლოკის, სახალხო ფრონტის, სამოპომიჩის, ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტიისა და ბატკივშჩინას გაერთიანებით შეიქმნა.

კომენტარები