ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ. ჩვენი ამოცანა, ოცნება, არ არის Map-ის მიღება. Map-ი „დამოკლეს მახვილივით" ჰკიდია დღეს ჩვენს თავზე და მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი საერთოდ უნდა დავასრულოთ. თუმცა, ბუნებრივია, ვერავის აუკრძალავ ვერაფერზე საუბარს... ნებისმიერ ადამიანს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ნებისმიერ სტუდიაში დავუჯდები და დავუმტკიცებ დოკუმენტურად, რომ არც ერთ ქვეყანას დედამიწის ზურგზე, ვისაც Map-ი ჰქონია, ან დღეს აქვს, არა აქვს იმდენი ინსტრუმენტი, რაც საქართველოს აქვს Nato-სთან ურთიერთობაში. არა აქვს თანამშრომლობის იმდენი ტიპის ფორმატი, რამდენიც საქართველოს აქვს Nato-სთან ურთიერთობაში.
tbl.ge/52z
დაკოპირდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარში“.
ამავე თემაზე
- ვინიკოვი: ძალიან გვინდა, საქართველომ რეფორმების ტემპი აღადგინოს
- ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველი NATO-ს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ დისკუსიებს
- სტოლტენბერგი: მადრიდის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერის ახალ პაკეტს მივიღებთ
- სტოლტენბერგი: ვმუშაობთ, როგორ შეგვიძლია საქართველოსთვის უფრო მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა
- საქართველო NATO-ს ფორმატში მონაწილეობს, სადაც უკრაინის დახმარება განიხილება - ბურჭულაძე