თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ნაძალადევის, ჩუღურეთის, დიდუბის, ვაკის, გლდანის და ისნის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს და ავარიის პრევენციას ასახელებს. ჯამში, ელექტროენერგია შეუწყდება თბილისის 9 518 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს (441 აბონენტი). 11:00 საათიდან 12:00 საათამდე კი, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს (10 აბონენტი).
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არბოს, ვარდისუბნის, ერწოს და ხევისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს (684 აბონენტი).
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს (166 აბონენტი).
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს (24 აბონენტი).
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს (265 აბონენტი).10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი, დაბა წყნეთის მცხოვრებლებს (99 აბონენტი).
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქერჩის დს გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს (1 316 აბონენტი).
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის და პატარიძის ქუჩის მცხოვრებლებს (6 512 აბონენტი).
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





