ქართული ოცნება

ბერძენიშვილი: მივმართე მრეწველებს, მკაფიოდ გაემიჯნონ ფრაქციის თავმჯდომარეს

დღეს ვილაპარაკე, როგორც „კოალიცია ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა. ამ თემას ჩვენ განვიხილავთ კოალიცია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე და თუ მობრძანდება იქ ბატონი გოგი თოფაძე, გაგვცეს პასუხი, რას ნიშნავს მისი ეს ქმედებები, რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რომ არჩევნები გაყალბდა. მე მივმართე მრეწველებს, მოგეხსენებათ მრეწველთა ფრაქციაში ორი ადამიანი არის „ქართული ოცნების" წევრი, მკაფიოდ გაემიჯნონ ფრაქციის თავმჯდომარეს ან მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. მივმართე ზურაბ ტყემალაძესაც, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელს, რომ რა პოზიციაზე არის ეს პარტია. პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გასცენ პასუხი კოალიციას, კოალიციის პოლიტსაბჭოზე. აქ არ არის რომელიმე პარტიის პრობლემა, ეს არის საქართველოს თავდაცვის მინისტრზე მასირებული შეტევის შემადგენელი ნაწილი. თოფაძე არ არის მარტო. თუ პარლამენტში მხოლოდ ის არის, პარლამენტს გარეთ არიან სხვები. ეს გეგმა ალბათ არ არის მხოლოდ საქართველოში დაწერილი, ამიტომ, ასეთ ვითარებაში ბუნებრივია მე ვიცავ ჩემს ხელისუფლებას და ვიცავ ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს.

დავით ბერძენიშვილი ეხმაურება გოგი თოფაძის ბრალდებებს თინა ხიდაშელის მისამართით, რასაც პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა

კომენტარები