უკრაინა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა

RADA.GOV.UA

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შოკინმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მასა და პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკსა გადადგომისკენ მოუწოდა.

ინფორმაციისთვის, პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის დათხოვნის უფლებით მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ისარგებლებს.

კომენტარები