ევროკავშირი-ბელარუსი

ევროკავშირი ბელარუსს სანქციების ნაწილს უხსნის

AP

ევროკავშირმა ბელარუსს, მიუხედავად პოლიტიკური რეპრესიებისა და ადამიანთა უფლებების დარღვევისა, სანქციების ძირითადი ნაწილი მოუხსნა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმების შედეგად, 170 ბელარუსის მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, აქტივების გაყინვა შეუჩერეს და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებაც მისცეს. ევროკავშირმა ბელარუსისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესის დაჩქარების სურვილიც გამოთქვა.

"ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბელარუსთან ადამიანური კონტაქტების გაფართოებას. ჩვენ ველოდებით მოლაპარაკებების სწრაფად დასრულებასა და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას", - ნათქვამია ევროკავშირის დასკვნაში.

აღსანიშნავია, რომ შეიარაღებაზე ემბარგო და ოთხი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნისთვის დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება.

კომენტარები