- ადამიანი უფლებათა კომიტეტზე პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებული პირები კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ხვდებიან. შეხვდრის თემა ე.წ პოლიტპატიმრების საქმეა. შეხვედრას არ ესწრებიან არც საპარლამენტო უმცირესობის წევრები და არც ალეკო ელისაშვილი. კომიტეტზე მისული პოლიტპატიმრის სტატუსის მქონენი და მათი თანმხლები პირები ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს დაუსაბუთებელს უწოდებენ.
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 24%-ით შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 22%-ით, ხოლო იმპორტი - 25%-ით არის შემცირებული. საქართველოში არსებული სავალუტო კრიზისის მანძილზე ეს იმპორტ - ექსპორტის ყველაზე დიდი ვარდნაა.
- საქართველოს პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტს აღარ განიხილავს. ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი კანონპროექტი
ინიციატორმა, სოსო ჯაჭვლიანმა გაითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 2 თებერვალს კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში.




