მედვედევი: რუსეთი დასავლეთს სანქციების შეჩერებას არ შეეხვეწება

რუსეთის პრემიერმინისტრის, დმიტრი მედვედევის, აზრით, დასავლეთი თავისით მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რუსეთს სანქციები შეუჩეროს.

"ჩვენ არავის არაფერს არ შევეხვეწებით. თქვენ კარგად იცნობთ ჩვენს ლიტერატურას. მიხეილ ბულგაკოვს საკუთარ წიგნში "ოსტატი და მარგარიტა" აქვს არაჩვეულებრივი ფრაზა, როდესაც ვოლანდი ამბობს, რომ არასდროს არავის არ უნდა შეეხვეწოთ, თავისით შემოგთავაზებენ და მოგცემენ ყველაფერს. ამიტომ, არც ჩვენ არ შევეხვეწებით ამ სანქციების მოხსნას. თავად მოვლენ და გვეტყვიან: მოდით, ბოლოს და ბოლოს, დავასრულოთ ეს ყველაფერი, რადგან არავინ არაა უკეთ, არამედ ყველა უარესადაა", - თქვა დიმიტრი მედვედევმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში.

მედვედევმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი დიდად არ დაუზარალებია მასზე დაკისრებულ სანქციებს.

"შეიძლება ითქვას, რომ უსამოვნო მომენტები მოგვიტანეს. ძლიერად? არა, ძლიერად არა. ვვითარდებით, ვცხოვრობთ, აუცილებლად გადავრჩებით. შეცვალა თუ არა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ პოლიტიკური პოზიციები? არ შეუცვლია. ხალხის მხარდაჭერა აქვს? თქვენ შესანიშნავად იცით, რომ აქვს და თან ისეთი, როგორიც აქ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია, რადგან არავის არ სიამოვნებს, როდესაც მის ქვეყანას თავს ესხმიან", - თქვა დმიტრი მედვედევმა.

კომენტარები