აშშ

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ანტონინ სკალია გარდაიცვალა

ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ანტონინ სკალია ტეხასში, სასტუმროს ოთახში გარდაცვლილი იპოვნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა.  სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატორი წევრი პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა 1986 წელს წარადგინა. სკალიას გარდაცვალებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ბალანსი უზენაეს სასამართლოში - პრეზიდენტ ობამას საშუალება ექნება სასამართლოში მეხუთე ლიბერალი მოსამართლე დანიშნოს. 

"ის გამორჩეული ინდივიდი და იურისტი იყო, მას დიდ პატივს სცემდნენ მისი კოლეგები. ეს დიდი დანაკარგია სასამრთლოსთვის და ქვეყნისთვის, რომელსაც ის წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერთსმა. 

ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან. მათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დასამტკიცებლად სენატს წარუდგენს. 

კომენტარები