გიგანტური ხეები

ივანიშვილი: ერთი ხის ადგილზე მინიმუმ ათს დავრგავთ

ციხისძირში ყოფილ პრემიერმინისტრსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ენმ-ის წევრებმა ივანიშვილს გიგანტური ხეების გადარგვის პროცესის შეჩერება და გადარგვის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოთხოვეს. ყოფილი პრემიერმინისტრის თქმით, თუ ყველა საბუთი წესრიგში არ იქნება სამუშაოები არ გაგრძელდება.

„პარკს მე ვაშენებენ სადაც მგონია, რომ უნდა გავაკეთო და მაქვს გეგმა და ვუთხარი უკვე თქვენს კოლეგებს. თქვენც აირჩიეთ ადგილი და გააკეთეთ. გააკეთეთ  აქ პარკი ვინ გიშლით? თქვენ არ გაქვთ უფლება მე მიკარნახოთ სად უნდა გავაკეთო პარკი, თქვენ შეგიძლიათ იდეა მომცეთ. თქვენ შეგიძლიათ კანონით მოითხოვოთ მხოლოდ."- მიმართავს ივანიშვილის ენმ-ის წევრებს.

"მე ამას ახლა ვნახავ მეორე მხრიდან, მანამდე ვაჩერებთ სამუშაოებს, სანამ დოკუმენტაცია არ იქნება წესრიგში არავითარი სამუშაოები არ გაგრძელდება და იმასაც აქვე გპირდებით რომ ბუნებას აღვადგენთ და აღვადგენთ კიდევ უფრო უკეთესად ვიდრე იყო. არავითარი დაბინძურებული და დამღადასმული ბუნება არ დარჩება. ერთი ხის ადგილზე მინიმუმ ათს დავრგავთ და პარკს ამით არაფერი არ დააკლდება. მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ყველა საბუთი არსებობს, ამიტომ უნდა გადავამოწმო. თუ საბუთი არ იქნება შესატყვისი, მაგას აქვს კანონიერი გაგრძელება და გავაგრძელებთ."-ამბობს ივანიშვილი.

ჟურნალისტების კითხვას თუ ვისი პასუხიმგებლობის საკითხი იქნება თუ ხეები გადარგვის პროცესში გახმება, ივანიშვილი არ პასუხობს.  

გიგანტური ხეების ციხისძირიდან გადატანას რამდენიმე დრეა აქციებისთ აპროტესტებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და გარემოსდამცველები(პარტიზანი მებაღეები). აქციებზე რამდენიმე პირიც დააკავეს. 

ცნობისთვის, აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – შპს ზიმოს მისცა. აჭარის მთავრობამ ბათუმელებს დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. თუმცა, აჭარის მთავრობის მტკიცებით, "დენდროლოგიური პარკი გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და გაჩნდება კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე". 

კომენტარები