NATO-საქართველო

ბათუმის პორტში NATO-ს ოთხი ხომალდი შემოვიდა

http://navaltoday.com

ბათუმის პორტში NATO-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომელიც ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ოთხი ხომალდითაა დაკომპლექტებული.

NATO-ს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე გაჩერდებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნული სწავლებები NATO-სა და შსს-ს საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთქმედებასა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ხვალ ბათუმში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა NATO-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი კონტრადმირალი ჯორჯო ლაციო, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდება.

კომენტარები