დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება კრწანისის, გლდანის, ჩუღურეთის, საბურთალოს, ნაძალადევის და დიდგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს, ავარიის პრევენციას, კაბელების გადატანას და ტრანსფორმატორის შეცვლას ასახელებს. ჯამში, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 2 845 აბონენტს.
კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალას დასახლების და სოფელ ფონიჭალას მცხოვრებლებს (76 აბონენტი).
გლდანის რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს (365 აბონენტი).
ჩუღურეთის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჩეჩელაშვილის, მნათობის და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს (244 აბონენტი).
საბურთალოს რაიონში, კაბელების გადატანის გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კუტუზოვის, მიცკევიჩის და გამრეკელის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს (155 აბონენტი). ტრანსფორმატორის შეცვლის გამო კი, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნება: საირმის გორის, შმიდტის, საირმის, ცაგარელის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს (439 აბონენტი). 12:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს (493 აბონენტი). ხოლო 10:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და ჭილაძის ქუჩის მცხოვრებლებს (338 აბონენტი).
ნაძალადევის რაიონში, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ალილუევას, ჩოხატაურის და მახალდიანის ქუჩების მცხოვრებლებს (520 აბონენტი).
დიდგორის რაიონში კი, 12:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს (654 აბონენტი).
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





