ფოკუსი

10 თებერვალი,2016

- ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთის ზეწოლის პირობებში საქართველომ შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. დაზვერვის ოფისის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა გუშინ კონგრესს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა მსოფლიოში საფრთხეების შეფასების შესახებ.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ასაჯაროებს, საიდანაც ირკვევა, რომ  მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება უზენაესი სასამართლო თამვჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მოითხოვა. გადაწყვეტილებაში, რომელსაც ხელს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აწერს და 3 თებერვლითაა დათარიღებული,  წერია, რომ ახვლედიანს ახსნა-განმარტება უნდა ჩამოერთვას.

- ქართული ოცნების დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში სანაოსნო პორტის გაკეთების ინიციატივით გამოდის. ნიშნიანიძე დარწმუნებულია, რომ ტექნიკურად შესაძლებელია ვარციხემდე პორტი მოეწყოს, რომელსაც თავდაპირველად ტურისტული დანიშნულებისთვის გამოიყენებენ, შემდგომ კი მისი მეშვეობით ტვირთების გადაზიდვაც იქნება შესაძლებელი. ნიშნიანიძეს პრემიერმინისტრისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებისთვის საკუთარი იდეა ჯერ არ გაუცნია. 

კომენტარები