გიგანტური ხეები

კოპალიანი ენმ-ს: სამ ხემდე დავიდა თქვენი იდეოლოგია

გაჩხერილი გაქვთ ყელში ერთი კაცის გვარი, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი წარსულად აქცია - და ამას ვერასდროს ვერ მოინელებთ. ადამიანი, პიროვნება, რომელიც აშენებს... თქვენ ანგრევდით, ის აშენებს, თქვენ ჭრიდით, ანადგურებდით, ის რგავს, ბატონო. თქვენ იჭერდით ხალხს, ეს ათავისუფლებს და ეს ვერ მოგინელებიათ - ვერც თქვენ და ვერც თქვენს სხვა ქვეყანაში გაქცეულ ნახევარ ხელისუფლებას. და საბოლოოდ ცხადია - დღეს საბოლოოდ აჩვენეთ ქართულ საზოგადოებას თავი, სამ ხემდე დავიდა თქვენი იდეოლოგია და ეს სამი ხე დარჩა ნაციონალურ მოძრაობას, თურმე მეტი პრობლემა არ არის ქვეყანაში საკამათოდ. ძალიან კარგი, თქვენ თვითონ იჭრით იმ ტოტს, რომელზეც ზიხართ. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი ციხისძირიდან გიგანტური ხეების ბიძინა ივანიშვილის პარკში გადარგვაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები