გიგანტური ხეები

მინისტრის მოადგილე: ასაკიან ხეებს მოვლა სჭირდება, მათი გადარგვა ღირსეული საქმეა

ძალიან მინდა, ვთხოვო საზოგადოებას, ნუ აყვება პროვოკაციას - სამი ხის გადარგვა არის ჩვეულებრივი, სამეურნეო ოპერაცია. მართალია, ეს ხეები არის ასაკიანი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ასაკიანია, სწორედ იმის გამო, რომ მეტი მოვლა სჭირდება, ეს [მათი გადარგვა] არის ძალიან ღირსეული საქმე.

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ციხისძირიდან ბიძინა ივანიშვილის პარკში ასწლოვანი ხეების გადარგვაზე.

კომენტარები