გიგანტური ხეები

ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის გამო გამართულ აქციაზე ხუთი პირი დააკავეს

TV25

ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის გამო გამართულ აქციაზე ხუთი პირი დააკავეს. ნაციონალური მოძრაობის წევრები და გარემოსდამცველები (პარტიზანი მებაღეები) იმ დროს დააკავეს, როდესაც კომპანია ზიმო სამუშაოების ჩატარებას ცდილობდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ბათუმის და ქობულეთის საკრებულოს წევრები - ნოდარ დუმბაძე და ელგუჯა ბაგრატიონი.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, ხუთი პირი 173-ე მუხლით, პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. მომხდარის მიუხედავად, აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – შპს ზიმოს მისცა. აჭარის მთავრობამ ბათუმელებს დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. თუმცა, აჭარის მთავრობის მტკიცებით, "დენდროლოგიური პარკი გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და გაჩნდება კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე". 

კომენტარები