ფოკუსი

8 თებერვალი, 2016

- საარჩევნო კომისიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილის ინფორმაციით ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 თებერვლის სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით აარჩიეს. N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აკაკი ხუსკივაძე ტაბულასთან ამბობს, რომ არჩეულთაგან 74 ადამიანი სხვადასხვა არჩევნებს კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სახელით აკვირდებოდა. ხუსკივაძე ცესკო-ს გადაწვეტილებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.
- პარტია თავისუფალი დემოკრატების ინფორმაციით, კავკასუს ონლაინის საკუთრებაში არსებული შავი ზღვის ქვეშ გამავალი ინტერნეტ კაბელი, შესაძლო,ა რუსული სატელეკომუნიკაციო გიგანტის ვიმპელკომის საკუთრებაში აღმოჩნდეს. კაბელის გასხვისებაში თავისუფალი დემოკრატები რისკებს ხედავენ და ამბობენ, რომ კაბელის გასხვისება მთავრობამ არ უნდა დაუშვას.

- მაესტროს გენერალურმა დირექტორმა დაანონსებული მიმოწერა გაასაჯაროვა. ბაია გადაბაძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ირაკლი რუხაძემ მაკა ასათიანს და მის მეუღლეს კოტე გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში შესთავაზა მაესტროს სიხშირის, ლიცენზიის და ტელეკომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტის შვიდ ნახევარ მილიონ დოლარად გაყიდვა. ასათიანმა ამაზე უარი თქვადა გარიგება არ შედგა.

კომენტარები