თბილისის სამი რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

mashable

თბილისის სამი რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გამრეკელის შესახვევის, მიცკეციჩის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის შესახვევის, ბესიკის შესახვევის, მოსიძის, კრავეიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. 

კომენტარები