საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

"ენერგოსექტორში მიმდინარე ღონისძიებებს" კალაძე NGO-ებთან ერთად განიხილავს

facebook.com/kakhakaladzeofficial

საქართველოს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში 15:00 საათზე დაიწყება. უწყების ცნობით, შეხვედრის თემა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები იქნება.

იმსჯელებენ თუ არა გაზპრომთან მოლაპარაკებებზე, ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული.

ენერგეტიკის სამინისტრო Gazprom-თან მოლაპარაკებებს 25 სექტემბრიდან აწარმოებს, მას შემდეგ კახა კალაძესა და Gazprom-ის გენერალურ დირექტორს ალექსეი მილერს შორის შეხვედრა სამჯერ გაიმართა. 2015 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული Socar Georgia-ს ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი ამბობდა, რომ სხვა მხარეებთან მოლაპარაკებების საფუძველი არ არსებობდა, რადგანაც აზერბაიჯანს საქართველოს კონკურენტუნარიანი ფასის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუზღუდავად შეეძლო. 

კახა კალაძე კი, Gazprom-თან მოლაპარაკებების პირველივე ეტაპიდან აცხადებდა, რომ თუკი საქართველო მეტ რუსულ გაზს შეიძენდა, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ბოლო შეხვედრის შემდეგ კი, მან თქვა, რომ Gazprom-ი კონტრაქტში ცვლილებებს ითხოვს. მინისტრის განმარტებით, Gazrom-ი ქართულ მხარეს ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობს. კალაძის თქმით, Gazprom-ი ყოველ ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში, რომელსაც რუსეთი სომხეთს საქართველოს გავლით მიაწვდის, კონკრეტულ თანხას გადაიხდის. მინისტრის მტკიცებით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები თანხის მოცულობაზე მიმდინარეობს.

კომენტარები