- ლარი დღეს ევროსთან მიმართებით 6 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ევროს ოფიციალური კურსი ორი ლარი და 78 თეთრი გახდა. ამაზე მეტად გაუფასურებული ლარი ევროსთან მიმართებით მხოლოდ ერთხელ იყო.
- ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია. გადაწყვეტილება არხის პარტნიორთა კრებამ მიიღო. არხის დირექტორის მოვალეობას გია გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე შეასრულებს. თავად არხის უკვე ყოფილი დირექტორი მის გათავისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
- გოგი თოფაძე ბოდიშს იხდის. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატი აღნიშნავს, რომ არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უფიქრია და პრეზიდენტსაც მოუწოდებს, მოიხადოს ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც, თოფაძის აზრით, მან ქართველი ერი შეურაცხყო.
ფოკუსი




