თბილისის სამი რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამ ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
ვაკის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სარკინეთის, აჭარის, მარუაშვილის და აფხაზეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.





